აუქციონზე 10 მილიონი ლარის 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 16 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.460 პროცენტით, მაქსიმალური - 11.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 11.590 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონის განაკვეთი 11.600 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.