რას ნიშნავს "მწვანე კარკასი" და შენდება თუ არა ასეთი შენობები საქართველოში

ამას წინათ ნათესავმა მახარა, - ბინა მიშენდება, ზაფხულისთვის "მწვანე კარკასით" ჩამაბარებენო.

მწვანე კარკასი რას ნიშნავს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამის მიუხედავად, შენაძენი გულითადად მივულოცე, დავემშვიდობე და უცნობი სამშენებლო ტერმინის გასარკვევად სპეციალისტს დავუკავშირდი.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ენერგოაუდიტორი ნანი მეფარიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არასწორად ხდება ზოგიერთი უცხოური ტემინების გადმოტანა და დამკვიდრება, რაც ცუდია, რადგან არაქართულ წრეებში მისი გაჟღერებისას, ძალიან არაკომპეტენტურის შთაბეჭდილებას ვტოვებთ.

"მწვანე მშენებლობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ძალიან ძვირადღირებული მშენებლობაა, რომელიც ბუნებრივი მასალებით მიმდინარეობს, ანუ მშენებლობის პროცესში არ უნდა იყოს გამოყენებული ისეთი მასალა, რომელსაც შექმნისთვის გენერირებული ენერგიის მოხმარება დასჭირდება. მწვანე მშენებლობის პროდუქტი ექსპლუტაციაში გაშვების შემდეგ, უნდა ფუნქციონირებდეს ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ანუ ნაკლებად უნდა გამოიყენოს გენერირებული ენერგია, როგორიცაა: გაზი, ელექტროენერგია ა.შ. უნდა იყოს 0, ან 0-თან მიახლოებული ენერგომოხმარების შენობა, რომელიც გამოიყენებს განახლებად ენერგიას - მზეს, ქარს და ა.შ. ასეთ შენობას ენიჭება მწვანე სერთიფიკატი. ასე რომ მწვანე მშენებლობა ძვირადღირებული სიამოვნებაა" - ამბობს AMBEBI.GE-ს რესპონდენტი.

- თუმცა, ქართულ რეალობაშიც ხშირად გვსმენია, რომ შენობა ბარდება "მწვანე კარკასის" მდგომარეობით...

- როგორც კი რეკლამა გამოჩნდა და გაისმა - მწვანე კარკასით ჩაგაბარებთ ბინებსო, მაშინვე მივწერე მის მშენებლებს, რას გულისხმობდნენ მწვანე კარკასში. პასუხმა არ დააყოვნა და განმიმარტეს: მწვანე კარკასში ვგულისხმობთ, სუფთა გალესილ კედლებს, ელექტრო გაყვანილობას და გათბობის სისტემას (რომელიც მუშაობს ელექტრო ენერგიითა და ბუნებრივი აირით).

- ცენტრალური გათბობის სისტემას?

- ამ ტერმინთანაც პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ ცენტრალური გათბობის სისტემა საბჭოთა წყობის შემდეგ აღარ გვქონია. გათბობის ინდივიდუალურ ქვაბებს აყენებენ, რომლის მაგვარიც დღეს ბევრს გვიყენია და რომლის გამონაბოლქვითაც ყოველი ქვედა მეზობელი ზედას ვწამლავთ.

მოკლედ, მწვანე კარკასის ქართულმა განმარტებამ აღმაშფოთა. ბედნიერებაა, რომ სტუდენტები, რომლებსაც დღეს ვზრდით სწორად არიან ინფორმირებულნი და იციან ამ და სხვა ტერმინების ზუსტი მნიშვნელობა. რეკლამები კი გათვლილია გაუთვითცნობიერებელ მომხმარებელზე. უცხოეთში თუ იტყვი: "ეს შენობა მწვანეა!" - ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან მაღალი კლასისაა. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში შექმნეს მწვანე დასახლებები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა. ამ დასახლებებში არ უშვებენ ისეთ ავტომანქანას, რომლებიც საწვავს მოიხმარს, მხოლოდ ელექტრომობილებით გადაადგილდებიან და ჯანმრთელადაც გრძნობენ თავს. სტატისტიკაც არსებობს, რომელიც ასეთი უბნების მაცხოვრებელთა მაღალი სიცოცხლის უნარიანობას ადასტურებს. ასეთ საბავშვო ბაღებში ბავშვები ნაკლებად ავადდებიან ვირუსული დაავადებებით. ასეთ სკოლებში ბავშვების მოსწრების დონე გაცილებით მაღალია... მწვანე უბანში ცხოვრება ძალიან პრესტიჟულია.

- ევრორემონტის მნიშვნელობაც განგვიმარტეთ.

- არ ვიცით ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა, მივედით იქამდე, რომ ესაა თეთრად შეღებილი კელდები, ხარვეზების გარეშე შესრულებული რემონტი. საქართველოს გარდა ტერმინი ევრორემონტი არსად არსებობს. ევროპაში სულ არ იციან რა არის ევრორემონტი. სამაგიეროდ იციან, რომ უნდა გაკეთდეს მაღალი ხარისხის რემონტი. იხილეთ გაგრძელება