დღის საათებში ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის 2017 წლის 15 აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე პერიოდში 119 პირია გაფრთხილებული.
აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღო. სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი - 99 ადამიანი თბილისში გააფრთხილეს.
სამართალდამცველებმა ხმაურის ფაქტზე 13-ჯერ მოახდინეს რეაგირება აჭარაში. მცხეთა-მთიანეთში მსგავსი შემთხვევა 4-ჯერ დაფიქსირდა, თითო-თითო პირმა მიიღო გაფრთხილება იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში.