თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის განახლებული ვერსიის შეფასებას აქვეყნებს.
შენიშვნები შეეხება ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რკინიგზის სამგაზვრო ხაზის გაუქმების შეფასება ცალმხრივია და სამგზავრო მონაკვეთი - დიდუბე-სამგორის გაუქმების გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.
„რკინიგზის საკითხზე არ ჩატარებულა შესაბამისი კვლევა, ეს აღნიშნეს, როგორც მგგ-ს ჯგუფის წევრებმა, ასევე მათმა გერმანელმა პარტნიორმა სკაიპით საუბრისას. მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ რკინიგზის სამგზავრო ხაზის გაუქმების შეფასება ცალმხრივია და უგულვებელყოფს გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის ხაზის და ცენტრალური სადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობას.
რკინიგზის სამგზავრო მონაკვეთის (დიდუბე-სამგორი) გაუქმების გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის საკითხისთვის საჭრო კვლევები არ არის ჩატარებული. მოყვანილი არგუმენტები არის ცალმხრივი - რკინიგზის არსებობის მხლოდ უარყოფითი მხარეები და გადატანის დადებითი მხარეები.
ამასთან, ცენტრალური სადგური, რომელიც არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, საერთოდ არ არის ნახსენები და მისი გაუქმების სატრანსპორტო შედეგები არ არის შეფასებული,“- ნათქვამია მერიის შენიშვნებში.