დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2017 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 138.4 მლნ აშშ დოლარი, 361.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 16.3 პროცენტით (19.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ბანკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების ასევე 92.4 პროცენტი მოდიოდა.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.8 მლნ აშშ დოლარი (51.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.2 მლნ აშშ დოლარისა (48.3 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.