ქართველებმა საახალწლო სუფრაზე საშუალოდ 200-დან 300 ლარამდე დახარჯეს

„ქართველებმა საახალწლო სუფრაზე საშუალოდ, 200-დან 300 ლარამდე დახარჯეს“, - ამის შესახებ, IPM-ის კვლევაშია ნათქვამი.

ამასთან, კვლევის მიხედვით, კერძი, რომელიც თითქმის ყველა ოჯახის საახალწლო სუფრაზეა წარმოდგენილი - გოზინაყია. ქართული საახალწლო სუფრის პირველი 5 კერძის წილობრივი მაჩვენებელი მოსახლეობის საახალწლო სუფრაზე ასე გამოიყურება: გოზინაყი (69%), საცივი (52,4%), ხაჭაპური (33%), გოჭის ხორცი (28,9%) და ქათმის ხორცი (25,5%).

რაც შეეხება სხვა საახალწლო ტრადიციებს, როგორც კვლევაშია აღნიშნული, თითქმის ყველა ოჯახში არსებობს მეკვლეობის ტრადიცია (98,3%). გამოკითხულთა უმეტესობა - 66,3% არ გეგმავს წინასწარ, თუ ვინ იქნება მათი მეკვლე, ხოლო 32% მათი ოჯახის მეკვლეს წინასწარ უთანხმდება.

„ახალ 2018 წელს, მოსახლეობის უმეტესობა - 93,3% ოპტიმისტური განწყობით ხვდება და ფიქრობს, რომ ახალი წელი მათი ოჯახისთვის წინა წელთან შედარებით უკეთესი იქნება.