რა ოდენობის ხარჯი და შემოსავალი ჰქონდათ ოჯახებს დეკემბერში - NDI-ის კვლევის შედეგები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესი - 21%-ის განცხადებით, მათი ოჯახის წინა თვის შემოსავალი 301-500 ლარამდე იყო. 17%-ის თქმით, შემოსავალი 181-300 ლარი; 15%-ის შემთხვევაში - 501-800, ხოლო 11%-ის თქმით, მათი ოჯახის შემოსავალმა გასულ თვეში 180 ლარამდე შეადგინა.

რაც შეეხება ხარჯებს, გამოკითხულთა 22%-ის განცხადებით, მათი ოჯახის დანახარჯმა წინა თვეში 301-500 ლარი; 18%-ის თქმით, 181-300 ლარი; 15%-ის თანახმად 501-800 ლარამდე, ხოლო 11%-ის განცხადებით, მათი ოჯახის შემოსავალი 180 ლარამდე იყო.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით, 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.