ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ქსიანის პროვინციის ქალაქ შაანქსიში ჰაერის გამწმენდი ააშენეს.
ახალაშენებული ნაგებობის სიმაღლე 100 მეტრია და ის არის ამ დროისთვის არსებული ყველაზე დიდი ჰაერგამწმენდი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას.
როგორც პროექტზე მომუშავე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელი აცხადებს, ახლად გახსნილი მოწყობილობა 10 კვადრატული კილომეტრის რადიუსში ახერხებს ჰაერის გაწმენდას და შეუძლია აწარმოოს 10 მილიონი კუბური მეტრი სუფთა ჰაერი დღის განმავლობაში. როგორც ცნობილია, ჩინეთი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყველაზე მეტად განიცდის ჰაერის დაბინძურების პრობლემას და ამ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში, მათ შორის პეკინში, სმოგის დროს არათუ სუნთქვა ჭირს, არამედ ხილვადობაც შეზღუდულია.