ოთარ დანელია - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის მაისამდე სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის მაისამდე სრულ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ , - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ მწერთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

“სახელმწიფო ემზადება ფაროსანასთან საბრძოლველად. ჩვენ მოვისმინეთ, რომ მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროცედურულ საკითხზე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართვა და ა.შ. ეს არის მიმდინარე პროცესი და იმაზე საუბარი, არის თუ არა საკმარისი ეს მზადება, ჯერჯერობით ნაადრევია. ჩვენ დაახლოებით მაისიდან უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში ფაროსანასთან საბრძოლველად. ჯერ დრო არის, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაზღვიოთ ყველა მოცემულობა იმისთვის, რომ ვიყოთ სრულ მზადყოფნაში. მე მჯერა, რომ ასეც იქნება, და თუ არ ვიქნებით მზად, პირველი გამოვალ, რომელიც ამ საკითხს დააყენებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.