ამერიკამ რუსეთს სავაჭრო შეღავათები გაუუქმა

თეთრი სახლის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სავაჭრო შეღავათები გაუუქმა.

აშშ-მა რუსეთი პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის (GSP) პროგრამიდან მოკვეთა. GSP პროგრამა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს აშშ-ში გარკვეული სახის საქონლის უბაჟო იმპორტის შესაძლებლობას აძლევს.

ამასთან, რუსეთის GSP პროგრამიდან ამოღების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს წერილობით აცნობა.

"რუსეთი მნიშვნელოვნად დაწინაურდა ეკონომიკური თვალსაზრისით და გაიუმჯობესა სავაჭრო კონკურენტუნარიანობა, ამიტომ ის აღარ საჭიროებს სავაჭრო შეღავათებს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის პროგრამის ფარგლებში", - ნათქვამია ბარაკ ობამას კონკრესისთვის გაგზავნილ წერილში.