2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დარღვევებით მიმდინარე სამუშაოების გამო 54 სამშენებლო ობიექტი შეჩერდა. ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული სტატისტიკა ძალიან საგანგაშოა.
„2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ დაიწყო. სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებულმა საჯარიმო თანხის მთლიანმა ოდენობამ კი 627 ათასი ლარი შეადგინა,“-განაცხადა კალაძემ.