ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში განუცხადეს.
მათივე ცნობით, თამბაქოს ფასმა ბოლო რამდენიმე დღეა მოიმატა, თუმცა ჯიხურებში ვერ საუბრობენ თუ რა გახდა ფასის მატების მიზეზი და აღნიშნავენ, რომ პროდუქცია მათ უკვე გაძვირებული ფასით მიიღეს.
როგორც ჯიხურებში აცხადებენ, 10 თეთრით გაძვირდა „ფილიპ მორისის“ „პარლამენტისა“ და „ელემის“ დასახელების სიგარეტი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზური გადასახადი 60 თეთრით გაიზარდა. სწორედ ამ მიზეზით გასულ წელს სიგარეტზე ფასმა რამდენჯერმე მოიმატა.