აჭარაში საჯარო სკოლების ინვენტარით უზრუნველყოფაზე ტენდერი გამოცხადდა

აჭარის განათლების სამინისტრომ აჭარაში სკოლების ავეჯით უზრუნველყოფის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 244 960 ლარია.

აჭარის განათლების სამინისტროს ცნობით, იგეგმება რეაბილიტირებული და აშენებული 9 საჯარო სკოლის ახალი, თანამედროვე ინდივიდუალური მერხებითა და სკამებით, სასკოლო დაფებით, კარადებითა და მასწავლებლის კუთხით აღჭურვა.

ტენდერი საჯარო სკოლების ინვენტარით უზრუნველყოფაზე ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადდა. ქვეპროგრამის მიზანია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა და საჯარო სკოლების ინვენტარით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამას სამინისტრო მეორე წელია ახორციელებს.

წინადადებების მიღება  2014 წლის 22 მაისს დაიწყება და 2014 წლის 27 მაისს 12:00 საათზე დამთავრდება.