"ვისოლ ჯგუფი" "ვენდი 2014"-ს გამოავლენს

"ვისოლ ჯგუფი" რუსთაველზე მდებარე "ვენდის" ამერიკულ რესტორანში "ვენდი 2014"-ს გამოავლენს და "დილა როას" ახალი კლიპის პრეზენტაციას გამართავს. კლიპი "ვენდის" მომხმარებლების "ფეისბუქ" კომენტარებით შეიქმნა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ექვსთვიანი კონკურსის შედეგად შერჩეული 14 ჟღალთმიანი გოგონადან ერთი გამარჯვებული,  ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდის" სახე იქნება 2014 წლის განმავლობაში და კომპანიის მიერ ორგანიზებულ კორპორატიულ და საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას მიიღებს.

"ვენდი 2014"-ს "ვენდის" საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი ჯონ პეინი დააჯილდოვებს.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო და დღეს "ვენდის" ორი ყველაზე დიდი რესტორანი მსოფლიოში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით მდებარეობს.

"ვისოლ ჯგუფი" მომავალი 10 წლის მანძილზე "ვენდის" 25 რესტორანს გახსნის საქართველოსა და აზერბაიჯანში. "ვენდი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.