რუსების აზრით, ბიტკოინი ამერიკული სპეცსამსახურების პროექტია

„ბიტკოინი ამერიკული სპეცსამსახურების მიერაა შექმნილი, რათა მოეხდინათ საკუთარი სპეცოპერაციების დაფინანსება - ამის შესახებ რუსული ანტივირუსული კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ თანადამფუძნებელმა და კომპანია InfoWatch-ის პრეზიდენტმა, ნატალია კასპერსკაიამ განაცხადა.

ნატალია კასპერსკაიას აზრით, ბიტკოინი ეს არის ერთგვარი „დოლარი 2.0“, ხოლო მისი შემქმნელი, ფსევდონიმით „სატოში ნაკამოტო“ სინამდვილეში ამერიკული კრიპტიქსელის შემქმნელია.

ბიტკოინი ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტაა, მისი ჩაშვება 2009 წლის 3 იანვარს მოხდა. 2017 წლის დეკემბერში მისმა ღირებულებამ მაქსიმუმს მიაღწია და 20 ათასი დოლარი შეადგინა. თუმცა, ამის შემდეგ დაიწყო მისი გაუფასურება და ღირებულების განახევრება. ამ დროისთვის აღნიშნული კრიპტოვალუტა 10-11 ათასი დოლარის ფარგლებში ღირს.

კოკა კვირკველია