გასულ წელს მიწის გაყიდვიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 5,306 მილიონი ლარი შევიდა.
ამის შესახებ სახაზინო სამსახურის მიერ გავრცელებულ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშშია მოცემული.
ამასთან, სამსახურის ცნობით, მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსულობის წლიური გეგმის საპროგნოზო მოცულობა 2 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, ფაქტიურად მიღებულმა თანხამ საპროგნოზო მოცულობის 265.3% შეადგინა.
ჯამში, არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა 38,300 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა წლიური გეგმის საპროგნოზო მოცულობა 32 მილიონი ლარი იყო.