კონკურენციის სააგენტომ საავტომობილო საწვავის ბაზრის ხელახალი მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ განცხადებას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.
„საავტომობილო საწვავის ბაზარზე, მოქმედი კომპანიების სარჩელების საფუძველზე, საქართველოს სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, კონკურენციის სააგენტომ საქმის მოკვლევა დაიწყო,“-ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.