2018 წლის ავტოშოუს საუკეთესო მოდელები

საერთაშორისო ჩრდილო-ამერიკული ავტოსალონი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია როგორც დეტროიტის ავტოშოუ, 13 იანვარს გაიხსნა და 28 იანვრამდე გაგრძელდება.

წელს აშშ-ში, გასულ სამ წელთან შედარებით, ახალი ავტომობილების გაყიდვების შემცირებას ვარაუდობენ, თუმცა ავტომწარმოებლები ამას არ შეუშინებია - მათ 2018 წლის ავტოშოუზე უახლესი მოდელები, მათ შორის პიკაპები წარმოადგინეს.

წარმოგიდგენთ დეტროიტის ავტოსალონის ყველაზე შთამბეჭდავ ავტომობილებს:

1. „შევროლემ“ სრულიად ახალი პიკაპი Silverado წარმოადგინა.

2. დიდი მოლოდინის შემდეგ „ფორდმა“ პიკაპი Ranger წარმოადგინა, რაც პიკაპების სეგმენტში მის შესვლას ნიშნავს.

3. „ფიატ-კრაისლერმა“ ახალ Ram 1500-სს ახადა ფარდა, რითაც „ფორდსა“ და „შევროლეს“ გაუწევს კონკურენციას.

4. „ფორდმა“ ახალი Edge ST წარმოადგინა - რბოლებისთვის მზადმყოფი კომპანიის პირველი ყველგანმავალი მანქანა და „ფორდის“ მაღალი გამავლობის განყოფილების ოჯახიდან უახლესი მოდელი.

5. ფორდმა წარმოადგინა განახლებული მოდელი Edge, რომელიც ფორდისთვის ბესტსელერ კროსოვერს წარმოადგენს.

6. კროსოვერებზე საუბრისას უნდა ვახსენოთ „აკურას“ ახალი მოდელი - RDX.

7. სამხრეთ კორეულმა „კიამ“ ახალი ოთხკარიანი Forte წარმოადგინა.

8. მერსედეს-ბენცმა განახლებული მოდელი G-Class წარმოადგინა - ყველგანმავალმა მოდელმა შთამბეჭდავი დებიუტი მოახდინა დეტროიტში.

9. „ფოლკსვაგენმა“ ახალი მოდელი Jetta წარმოადგინა, თუმცა საკითხავია რამდენად სჭირდებათ ყველგანმავალ მანქანებზე გაგიჟებულ ამერიკელებს ახალი სედანი.

10. „ჰონდამ“ ახალი ჰიბრიდული მოდელის - Insight-ის პრეზენტაცია მოაწყო.

11. „ლამბორჯინიმ“ ახალი ენერგიული და ეგზოტიკური ვიზუალის ყველგანმავალი Urus წარმოადგინა.

12. „ტოიოტამ“ კამრის ახალი მოდელი შარშან წარმოადგინა, ამიტომ წელს კამრიზე ცოტა დიდი Avalon-ის ახალი დიზაინის დებიუტი შედგა.

13. „ჰიუნდაიმ“ სპორტული მოდელის Veloster-ი წარმოადგინა.

14. BMW-მ ახალი კროსოვერი X2 წარმოადგინა, რომელიც მცირე ზომის X1-სა და საშუალო ზომის X3-ს შორის იმყოფება.

15. Jeep-მა Cherokee-ს ახალი მოდელი წარმოადგინა.

16. „ფორდმ“ა Mustang-ის სპეცმოდელი წარმოადგინა და აჩვენა, რომ 1968 წელს გადაღებულ ფილმში - Bullit, „ფორდის“ მოდელი კვლავ აგრძელებს არსებობას.

17. „ინფინიტიმ“ Q Inspiration-ის სანახაობრივი მოდელი წარმოადგინა

18. „ლექსუსმა“ LF-1 Limitless-ის სანახაობრივი მოდელი წარმოადგინა.

იხილეთ ფოტოგალერეა