ბატონი დავით სოკოლოვის ოჯახის პრობლემაც მოწესრიგდება და მოგვარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძემ ზოგადად მიმოიხილა ბინებთან და საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებული პრობლემები და აღნიშნა, რომ მისი მეობის პერიოდში ეს პრობლემები მოგვარდება.
"ვნახე კონკრეტული სიუჟეტი და გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვისაც ძალიან სენსიტიური თემაა. ბინის პრობლემას რაც შეეხება, ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ასე დაზარალებული, რაც სერიოზული პრობლემაა. არის ე.წ. ბინათმესაკუთრეთა კოოპერატივი, სადაც დაახლოებით 3 000 ოჯახია, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ელოდება კონკრეტულ გადაწყვეტილებას საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. მე მინდა კიდევ ერთხელ დავპირდე მოსახლეობას, რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს პრობლემა მოგვარდება.
ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ამ მიმართულებით გააჩნია პრობლემები, ყველაფერს გააკეთებს თბილისის მერია და მერი, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ და ამაზე საუბარი დავასრულოთ. რა თქმა უნდა, ბატონი დავით სოკოლოვის ოჯახის პრობლემაც იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული", - განაცხადა კახა კალაძემ.