ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიაში და მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური პირამიდას Qbao-ს ფუნქციონირება აღკვეთა, რომელმაც 200 მილიონი კლიენტისა და 11 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო.
როგორც Asia Times იუწყება, Qbao (ჩინური სიტყვიდან Qianbao - "საგანძური") მის კლიენტებს წლიურად 80%-იან მოგებას ჰპირდებოდა. Qbao ფუქნციონირებდა ტრადიციული მეთოდით, როდესაც ფული და პროცენტები ძველ კლიენტებს ახალი კლიენტების ხარჯზე ეძლეოდათ. ამ კომპანიის ვებგვერდის მუშაობა კი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირით ადრე შეწყდა, მაშინ როდესაც ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ დღეში 2 მილიონ ახალ მომხმარებელს იძენდა. ამ დროისთვის ამ ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშები გაყინულია.
კომპანიის დამფუძნებელი, ჩჟან სიაოლეი თავად ჩაბარდა პოლიციას. ის ეჭვმიტანილია ინვესტორების მხრიდან 70 მილიარდი იუანის (11 მილიარდი დოლარი) არაკანონიერ მოზიდვაში. პირამიდაში მონაწილეებს უჭირთ ამის დაჯერება და სჯერათ, რომ ჩჟანის დაკავება შეცდომაა. მას ჩინეთში „ინვესტიციების გურუდ“ იცნობდნენ.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჩჟანს სამუდამო პატიმრობა ემუქრება. სწორედ მსგავსი განაჩენი გამოუტანეს ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მსგავსი ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ ჩინელს, დინ ნინს, რომელმაც პირამიდის გზით 900 ათასი ჩინელი მიიმხრო და 50 მილიარდი იუანით (900 მილიონი დოლარით) აზარალა.
კოკა კვირკველია