2017 წელს საქართველოში სულ 14 578 მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჩამოიყვანეს, საიდანაც რამდენიმე მარკის მარჯვენასაჭიანი ავტომობილი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით Allnews.ge 10 ყველაზე პოპულარული მარკის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ.
1. Honda - 4 104
2. Nissan- 3 738
3. Toyota- 3 058
4. Mitsubishi – 947
5. Subaru – 722
6. Mazda - 434
7. Mercedes-Benz – 368
8. Suzuki – 347
9. BMW – 214
10. Ford – 151
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დასაწყისში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა და მთლიანი ავტოპარკის თითქმის 50%-ს მიაღწია, თუმცა 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა რეგულაცია, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანაზე სამმაგი ოდენობის აქციზის გადახდას გულისხმობს.
წყარო: ALLNEWS.GE