თბილისში ტრანზიტულ მოძრაობაზე ჯარიმა შესაძლოა 500 ლარამდე გაიზარდოს

დედაქალაქში ტრანზიტულ მოძრაობაზე, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„თბილისში ისევე როგორც ყველა დიდ ქალაქში ტრანზიტული მოძრაობა არის აკრძალული. თუმცა, მცირე ჯარიმის გამო ამ წესს მძღოლები თამამად არღვევენ. დარღვევის აღსაკვეთად ვფიქრობთ, რომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ჯარიმის გაზრდა უკვე ჩადებულია ჩვენს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება,“-აღნიშნა კალაძემ.