კევინ სპეისის სკანდალი Netflix-ს 39 მილიონი დოლარი დაუჯდა

კინოკომპანია Netflix-მა ამერიკელი მსახიობის, კევინ სპეისის ირგვლივ აგორებული სკანდალის გამო 39 მილიონი დოლარით იზარალა.

როგორც კომპანიაში განაცხადეს, “გაუთვალისწინებელი ხარჯი” უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია მსახიობთან გაწვეტილი კონტრაქტით, რომლის გადაწყვეტილებაც კომპანიამ მსახიობის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შემდეგ მიიღო. როგორც ცნობილია, მათ უარი თქვეს სერიალ ”ბანქოს სახლის” გადაღების გაგრძელებაზე, რომელშიც მთავარ როლს სწორედ სპეისი ასურლებდა. ასევე კომპანიამ უარი თქვა სერიალ ”Gore”-ის გამოსვლაზე, სადაც ასევე სპეისი იყო დაკავებული.

შეგახსენებთ, კევინ სპეისი რამდენიმე მამაკაცმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რასაც დომინოს ეფექტი ჰქოდნა ჰოლივუდში და ამას მოჰყვა სხვა აქამდე გაუხმაურებელი ძალადობის შემცველი ამბების გავრცელება.

სერიალი ”ბანქოს სახლი” 2013 წელს გამოვიდა და დიდი პოპუალრობით სარგებლობდა, თუმცა მთავარი როლის შემსრულებლის სკანდალის შემდეგ გასული წლის ოქტომბერში Netflix-მა მიიღო გადაწყვეტილება მისი გადაღების შეწყვეტის შესახებ. დღეისათვის კომპანიას 109 მილიონი ხელმომწმერი ჰყავს და მისი კვარტალური შემოსავალი 3 მილიარდ დოლარს აღწევს.

კოკა კვირკველია