"ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, უწყების მართვას 80 ადამიანით ნაკლები დასჭირდება"

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, უწყების მართვას დაახლოებით, 80 საშტატო ერთეულით ნაკლები დასჭირდება.

კითხვაზე, გარდა ადამიანური რესურსისა, შეეხება თუ არა ოპტიმიზაცია ხელფასებს, ავტოპარკს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ოპტიმიზაცია თავისთავში მოახდენს ამ ყველაფერს“.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში დეკემბრის ბოლოს განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება მოხდა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია 3-თვიან პროცესს მოიცავს.