დემოგრაფიის საერთაშორისო სახლმა მსოფლიოს ის 10 ქალაქი გამოავლინა, სადაც ცხოვრება ყველაზე ძვირია.
რეიტინგი მოიცავს 2018 წლის კვლევას.
ძვირად ღირებული ქალაქის გამოსავლენად გამოიყენეს ე.წ. median multiple-ის მიდგომა, რომელიც მსოფლიოს ბანკის მიერ არის რეკომენდირებული. ეს მეთოდი ითვალისწინებს საცხოვრებლის საშუალო ფასისა და მოქალაქის საშუალო შემოსავლის შეფარდებას. შეფარდების შედეგად მიღებული რიცხვი თუ 5-ს აღემატება, ის ქალაქი საცხოვრებლად ძვირადღირებულად ითვლება.
„ბიზნესპრესნიუსი“ წარმოგიდგენთ, 2018 წლის საცხოვრებლად 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქს.
10. ახალი ზელანდია, ქალაქი ტაურანგა - ახალი ზელანდიაში საცხოვრებელი სახლისა და შემოსავლის შეფარდება 5.8-ია, ხოლო ტაურანგაში ეს მაჩვენებელი 8.9-მდე ადის.
9. მონტერეი, სალინა, აშშ, კალიფორნია
- ქალაქ სალინაში მოსახლეობა 150 000-ზე ნაკლებია, სან-ფრანცისკო სალინასგან განსხვავებით უფრო დასახლებულია. თუმცა ორივე ქალაქში ცხოვრების დონე 9.1-ით განისაზღვრა.8. ჰონოლულუ, ჰავაი, ამერიკის შეერთებული შტატები - კუნძულ ჰავაის ქალაქი ჰონოლულუ 9.2-ით ძვირად ღირებულთა სიაში მოხვდა.
7. ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ - ლოს-ანჯელესი ამერიკის მეორე ძვირად ღირებული ქალაქია, რომელიც სიაში 9.4 დონით მოხვდა. მე-7 ადგილზე იგივე მაჩვენებლით ასევე სანტა ბარბარაც გავიდა.
6. მელბურნი, ავსტრალია - ცხოვრების დონე 9.9-ია. მელბურნში საშუალო შემოსავალმა ზრდა 2001 წლიდან დაიწყო.
5. სან-ხოსე, კალიფრონია, აშშ - სან-ხოსეში ცხოვრების დონე 10.3-ია.
4. სანტა-კრუზი, კალიფორნია, აშშ
- სანტა-კრუზი ერთ-ერთი ძვირად ღირებული ქალაქია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ცხოვრების დონე 10.4-ია.3. ვანკუვერი, კანადა - ვანკუვერში ცხოვრების დონე 12.6-ია, ამ ქალაქში ცხოვრების დონის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება 2004 წლიდან დაიწყო.
2. სიდნეი, ავსტრალია - სინდეის ცხოვრების დონე 12.9 აქვს, თუმცა 2001 წლიდან ეს მაჩვენებელი 6.3 იყო.
1.ჰონკ-კონგი, ჩინეთი - ყველაზე ძვირად ღირებულ ქალაქებს შორის პირველ ადგილზე ჰონკ-კონგია, რომელსაც მაჩვენებელი 19.4 აქვს. ეს რიცხვი წინა წელს 18.1 იყო.