სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 1-ელი ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობის სახით 16 418 892 ლარი მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ შემოწირულობის 90%-ზე მეტი მიღებულია ”ქართული ოცნების” მიერ. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში.
აღნიშნულ პერიოდში პარტიების მიერ მიღებული პოლიტიკური შემოწირულობები ასეთია: ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 14 815 653 ლარი, ”ევროპული საქართველო” – 951 834 ლარი, ”ნაციონალური მოძრაობა” – 134 700 ლარი, ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 66 392 ლარი, ”ახალი საქართველო” – 59 600 ლარი, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” – 38 259 ლარი, ”ეროვნული ფორუმი/შენების მოძრაობა” – 39 182 ლარი, ”ლეიბორისტული პარტია” – 23 196 ლარი, ”პროგრესულ - დემოკრატიული მოძრაობა” – 4 150 ლარი და ა.შ.
დამოუკიდებელ კანდიდატებზე კი შემოწირულობები ასე გადანაწილდა: ალექსანდრე ელისაშვილი - 148 912 ლარი, დომენტი სიჭინავა - 53 150 ლარი, გულო ზუმბაძე - 23 410 ლარი, მალხაზ უდესიანი - 8 850 ლარი, კონსტანტინე შარაშენიძე - 7 300 ლარი და ა.შ.