ხელისუფლების 4 ორგანო კონკურენციის სააგენტოს უჩივის

„დღეს, ხელისუფლების ორგანოებთან გვაქვს 4 სასამართლო პროცესი“. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

კერძოდ, ხადურის თქმით, სააგენტოს უჩივის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმის მერია და ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

„ხელისუფლების ორგანოებთან გვაქვს 4 სასამართლო პროცესი. მათ შორის ერთ-ერთი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურია, რომელსაც კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სწორედ იმ პერიოდში აქვს გასაჩივრებული, როდესაც ფინანასთა მინისტრი ვიყავი. სააპელაციო სასამართლოში საქმე კონკურენციის სააგენტომ მოიგო და საკითხი ახლა უზენაეს სასამართლოშია წასული, რომელიც მისი დაშვება-არ დაშვების საკითხს წყვეტს,“-აღნიშნა ხადურმა.