ევროკომისიამ Qualcomm მილიარდით დააჯარიმა

ევროპულმა კომისიამ ჩიპების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Qualcomm ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის გამო 997 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

როგორც კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიამ მილიარდი დოლარი გადაუხადა მეორე ამერიკულ კომპანია Apple Inc-ს, რათა მას სხვა მწარმოებლებისგან არ შეეძინა მიკროჩიპები.

ევროკომისიის წარმომადგენლის, მარგარეტ ვასტაგერის განცხადებით, ეს ვითარება ნიშნავდა იმას, რომ ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებდა Qualcomm-ისთვის კონკურენციის გაწევას, მიუხედავად იმისა, როგორი კარგიც არ უნდა ყოფილიყო მათი პროდუქცია.

აღნიშნული ჯარიმა მორიგი პრობლემა გახდა Qualcomm-ისთვის, რომელიც მუდმივად ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს კონკურენტ Broadcom-ს და ასევე სასამართლო დავა აქვს Apple-თან პატენტების გამოყენებისთვის გადასახადის გადაუხდელობის გამო.

როგორც ცნობილია, აღნიშნული სასამართლო დავის გამო Apple-მა გაწყვიტა ურთიერთობა Qualcomm-თან და მისი 2019 წლის პროდუქციისთვის სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მიკროჩიპების გამოყენებას გეგმავს, მათ შორის სახელდება კომპანია Intel-ი და MediaTek-იც.

კოკა კვირკველია