ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალისტებმა თბილისში 31038 არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩახსნეს, - ამის შესახებ კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, გლდანი/სანზონა/თემქაზე 15 684 არასწორად დამონტაჟებული დანადგარი ჩახსნეს; სამგორში - 14 173; საბურთალოზე - 3 033; ნუცუბიძეზე - 2 400; დიდუბე/დიღომში - 5 677; ვაკე/წყნეთში - 1 362;
ისანი/ვაზისუბანში - 9 687; ჩუღურეთში - 8 289; მთაწმინდა/კრწანისში - 6 853.
თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, სტატისტიკური მონაცემებით ჩახსნილი საშიში დანადგარების 50% მეპატრონეებმა კვლავ მიაერთეს.
ცნობისათვის, ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად 2015 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში 82 ადამიანი დაიღუპა.