„ბილაინი“ 90 ათასი ლარით დაჯარიმდა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია „ბილაინი“ 90 ათასი ლარიით დააჯარიმა.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე სააბონენტო ნომრის გაცემის გამო დაჯარიმდა.

„კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას, შპს „ვიონი საქართველოს“ (ბრენდული სახელწოდება „ბილაინი“) მიერ სააბონენტო ნომრის გაცემა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე განხორციელდა, რაც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს „ვიონი საქართველოს“ მიმართ გამოყენებული იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული როგორც გაფრთხილება, ისე ჯარიმა, კომისიამ კომპანიას 90 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა,“-ნათქვამია კომისიის განცხადებაში.