სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი ტაქსების რეგულირების შესახებ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ტაქსების რეგულირების კანონის ინიციატივამდე უნდა გავიხსენოთ 2014 წლიდან (!) მოქმედი რეგლამენტიც
ტაქსი ეკიპირებული უნდა იყოს:
ა) ტაქსის ამოსაცნობი ნიშნით;
ბ) მძღოლის ფოტოსურათის, სახელისა და გვარის, გადამზიდველის დასახელების, მისამართისა და ტელეფონის ნომრის შემცველი ინფორმაციით, რომელიც უნდა განთავსდეს ტაქსის სალონში მგზავრისათვის თვალსაჩინო ადგილზე. მუხლი 4.4.
აკრძალულია მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ავტობუსისა და ტაქსის მარცხენა მხარეს განლაგებული კარებიდან. მუხლი 5.1.ე.
ტაქსის მძღოლს ეკრძალება მგზავრთან შეთანხმების გარეშე სხვა მგზავრის გადაყვანა. მუხლი 5.9.
ტაქსის სალონში ან/და საბარგულში დარჩენილი ნივთები მძღოლმა უნდა ჩააბაროს გადამზიდველს ან დაკარგული ნივთების ბიუროში. მუხლი 9.2.
ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესის” დამტკიცებულია მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის #4 დადგენილებით." - წერს ალაფიშვილი.