"გაზპრომი" მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი კომპანიების სამეულში აღარ არის

Forbes-მა თავის  მე-11 Global 2000-ის ყოველწლიურ ცერემონიაზე მსოფლიოში ყველაზე მომგებიანი კომპანიები დაასახელა.

რეიტინგში პირველი-მეორე ადგილი ამერიკულმა იპოთეკურმა სააგენტოებმა - Fannie Mae და Freddie Mac-მა,  ხოლო მესამე ადგილი ჩინურმა ICBC ბანკმა დაიკავა. რუსული გაზპრომი კი ყველაზე მომგებიანი კომპანიების რეიტინგში მეოთხე პოზიციაზე მოხვდა.

რაც შეეხება საერთო რეიტინგს, აქ მსოფლიოს უმსხვილესი 2000 კორპორაციას შორის ”გაზპრომი” 21-ე ადგილზეა. გასულ წელს რუსული კომპანია მე-17 ადგილზე იყო.

მთლიანობაში, ერთი წლის მანძილზე 2 000 უმსხვილესი კორპორაციის კაპიტალიზაცია 13%-ით გაიზარდა და 44 ტრილიონი დოლარი შეადგინა.  რაც შეეხება რეიტინგში მოხვედრილი კორპორაციების აქტივების საერთო მოცულობას, ის 161 ტრილიონ დოლარს აღწევს.