ჯორჯ სოროსმა ბიტკოინს „საპნის ბუშტი“ უწოდა

ამერიკელმა მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა ბიტკოინისა და ზოგადად, კრიპტოვალუტების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.

მან, როგორც არაერთმა ცნობილმა ფინანსისტმა, ციფრულ ვალუტებს „საპნის ბუშტი“ უწოდა.

„ბიტკოინი - ეს არ არის ვალუტა, ვინაიდან ვალუტა ითვლება როგორც შეგროვების სტაბილური საშუალება და მისი კურსი არ შეიძლება იცვლებოდეს დღეში 25%-ით. ბიტკოინს მაგალითად, ვერ გამოიყენებთ ხელფასად, ვინაიდან არ შეიძლება ხელფასი დღეში 25%-ით იკლებდეს“ - განაცხადა ფინანსისტმა შვეიცარიაში, დავოსის ფორუმზე ერთ-ერთი ოფიციალური სადილისას.

სოროსის სიტყვებით, კრიპტოვალუტა ეს არის სპეკულაცია, რომელიც მუდმივად დაფუძნებულია გაუგებრობასთან.

კოკა კვირკველია