ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ შესაძლოა, კანონში გარკვეული ცვლილებები კიდევ შევიდეს.
კერძოდ, შესაძლოა, მოქალაქეებს სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის შემდეგ გარკვეულ პერიოდში თანხის დაბრუნების უფლება გაუჩნდეთ.
როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ კიკორიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, დაახლოებით მსგავსი ნორმის შემოღებაზე ფიქრობენ, რაც მომხმარებელთა უფლებათა დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი სიახლე იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ცვლილებათა ნაწილი ვალუტის გადამცვლელ პუნქტებსაც შეეხო. კერძოდ, სებ-ი სავალუტო ჯიხურებს არამხოლოდ ფულის გათეთრების კუთხით, არამედ სხვა მიმართულებით გააკონტროლებს.