ბოლო წლებში ელექტრომობილებმა ფართო საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა და ცალსახა პოპულარობა მოიპოვა. ამას ნაწილობრივ ელემენტების განვითარებამ შეუწყო ხელი, რადგან ახლა ელექტრომობილს უფრო დიდი დისტანციის დაფარვა შეუძლია, ამიტომ ის ბევრი მძღოლისთვის ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების კარგი ალტერნატივა გახდა.
ევროპის ბევრ ქვეყანაში ელექტრომობილების მფლობელებისთვის გარკვეული შეღავათები მოქმედებს, ისინი არ იხდიან ფლობის გადასახადს, ზოგიერთ ქვეყანაში კი მათ ავტობუსის ზოლში გადაადგილების უფლებასაც კი აძლევენ, რაც მათ საცობებისთვის თავის არიდების შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული შეღავათები ელექტრომობილის ყოლას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, იმის გამო, რომ ქალაქებში ელექტრმობილის დასატენად საჭირო სადგურების რაოდენობაც იზრდება, დისკომფორტს ეს საკითხი ფაქტობრივად აღარ ქმნის.
გთავაზობთ ყველაზე იაფ ელექტრომობილებს, რომლებაც, შესაძლოა, თქვენი ყურადღება მიიქციონ.
Renault Zoe
ეს მანქანა ყველაზე იაფფასიანი ელექტრომობილია, რომლის ყიდვაც ბრიტანეთშია შესაძლებელი. მისი საწყისი ფასი 19 ათას დოლარს აჭარბებს. ამ მანქანის ყიდვის მსურველს ელემენტების ყიდვა-დაქირავება მოუწევს, რომლის ღირებულება 70 დოლარიდან 160 დოლარის ფარგლებში მერყეობს. მანქანას 200-ზე მეტი კილომეტრის მანძილის დაფარვა შეუძლია, სახლის პირობებში დასატენად 3-4 საათი სჭირდება.
Smart Fortwo
Smart Fortwo-ს ელექტრომობილის მეოთხე თაობის წარმომადგენელი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის იდეალურია, მისი მობრუნების არეალი 6,95 მეტრია და ერთ გადამცემ მექანიზმზე მუშაობს. ავტომობილს ბოლომდე დატენვის შემთხვევაში დაახლოებით 160 კილომეტრის გავლა შეუძლია. ნორმალური ელექტროენერგიის პირობებში იმისთვის, რომ ბატარეა სახლში დავტენოთ და 80%-მდე მაინც შევავსოთ, 6 საათია საჭირო. სპეციალურ სადგურზე კი მისი დატენვა ორსაათნახევარშია შესაძლებელი. მანქანის 2018 წლის ვერსიას დატენვა 45 წუთში შეეძლება. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, მას მაინც საკმარისი ადგილი აქვს ორი ადამიანის განსათავსებლად.
Nissan Leaf
Nissan Leaf სწორედ ის მანქანაა, რომელსაც მომხმარებლების დარწმუნება შეუძლია, რომ ელექტრომობილი ზუსტად მათთვისაა. მისი ზომა "ფოლკსვაგენ გოლფის" ზომის იდენტურია. მანქანას ენერგიის აღდგენის სისტემა აქვს, რათა უფრო მარტივად დაიტენოს. მანქანას ბრიტანეთი უშვებს და მისი ღირებულება 20 ათას დოლარს აჭარბებს. ავტომობილი 200 კილომეტრამდე მანძილს ფარავს, დასატენად კი 8 საათი სჭირდება.
Volkswagen e-Up
მანქანის ღირებულება 25 ათას დოლარს აჭარბებს. იმისთვის, რომ სახლის პირობებში სრულად დაიტენოს 9 საათი სჭირდება და სრულად დატენილი ელემენტით დაახლოებით 160 კილომეტრის გავლა შეუძლია. მანქანას აქვს კლიმატკონტროლი, სკამებს გათბობის ფუნქცია აქვს, გარდა ამისა აღჭურვილია პარკინგისთვის საჭირო სენსორული სისტემით.
Peugeot Ion
ამ მანქანის შემთხვევაში თქვენ მიხვდებით, თუ რა შორს წავიდა ტექნოლოგიები. მანქანა 4-ადგილიანია, თუმცა მისი სალონი მყუდროობისა და კომფორტის განცდას ტოვებს. ამ მანქანის ბატარეის სახლის პირობებში დასატენად 7 საათია საჭირო და 150 კილომეტრი მანძილის დაფარვა შეუძლია. მისი ფასი დაახლოებით 23 000 დოლარია.
წყარო: allnews.ge