რატომ გაყიდა Apple-ის დამფუძნებელმა ბიტკოინები?

კომპანია Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა ყველა ბიტკოინი გაყიდა. ამის შესახებ მან სტოკჰოლმში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმზე განაცხადა.

როგორც Business Insider წერს, ვოზნიაკს კრიპტოვალუტა გასული წლის ზაფხულში „ექსპერიმენტის ხათრით“ უყიდია, როცა ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 700 დოლარი იყო. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი ბიტკოინი შეიძინა.

„თუმცა ამის შემდეგ ფასმა სწრაფად დაიწყო აღმასვლა და როდესაც ის მიუახლოვდა თითქმის 20-ათასიან ნიშნულს მე ყველა მათგანი გავყიდე. არ მინდა გავხდე ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც მუდმივად თვალს ადევნებს კრიპტობაზარს და მის ფასზე ღელავს“ - განაცხადა ვოზნიაკმა.

როგორც ბიზნესმენმა განაცხადა მისთვის მღელვარების მიზეზების არქონა მნიშვნელოვანია ბედნიერი ცხოვრებისთვის და სწორედ ამიტომ მოიშორა თავიდან ყველა მათგანი.

ცნობისათვის, გასული წლის დეკემბერში ყველა ბიკტოინი გაყიდა ასევე ემილ ოლდენბურგმა, რომელიც კომპანია Bitcoin.com-ის თანადამფუძნებელი იყო. მისი განცხადებით ბიტკოინს არ აქვს პერსპექტივა როგორც სავაჭრო ვალუტას.

კოკა კვირკველია