საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2017 წლის დეკემბერში საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში სულ 9 055 256 საკრედიტო და სადებეტო ბარათი იყო.
სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერში საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 769 598 ერთეული შეადგინა, საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობამ კი 8 285 658 ერთეული.
რაც შეეხება 2016 წლის ანალოგიურ პერიოდს, დეკემბერში ბაზარზე იყო 758 307 საკრედიტო ბარათი და 8 530 896 სადებეტო ბარათი, სულ 9 289 203 ბარათი.