ევროკავშირი 12 მაისს რუსეთსა და ყირიმს ახალ სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთის 15 მოქალაქისა და ყირიმის 5 კომპანიის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესაძლებლობის საკითხი შეათანხმეს.

ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, 12 მაისს გაიმართება. ის დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში.

ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების სია, რომელთაც სანქციები დაუწესა, პირველად 17 მარტს გამოაქვეყნა. ევროკავშირმა ამ სიას 21 აპრილს კიდევ 12 ადამიანის გვარი დაუმატა.