მეტროსადგურ „ვარკეთილში“ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც სამი ადამიანია დაშავებული.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
ადგილზე მაშველებთან ერთად საპატრულო პოლიცია მუშაობს.
„ინტერპრესნიუსი“ მომხდარის შესახებ დეტალების დაზუსტებას ცდილობს.