ამერიკელმა მეცნიერებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნეს სტატია სამეცნიერო ჟურნალში Cell Stem Cell, სადაც ადამიანებისთვის ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი საკვები პროდუქტი დაასახელეს.
როგორც ირკვევა, ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მქონე ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიძლება გახდნენ ავთვისებიანი სიმსივნეების მაპროვოცირებელი და ხელი შეუწყონ მათ ზრდას ასჯერ უფრო მეტად.
კვლევაში გამოიყენეს გენეტიკურად მოდიფიცირებული თაგვები, რომლებსაც შეცვლილი ჰქონდათ ფერმენტული გენი სახელწოდებით Lpcat3. ეს ცილა აკონტროლებს ფოსფოლიპიდების სინთეზს, რომლისგანაც შედგება ღეროვანი უჯრედების მემბრანა, და მისი გათიშვა იწვევს ქოლესტერინის მომატებას, რომელიც მონაწილეობას იღებს მის ფორმირებაში.
როგორც ირკვევა ქოლესტერინის კონცენტრაციის ზრდა იწვევს ღეროვანი უჯრედების ზომაში ზრდასა და გაყოფას ნაწლავის ქსოვილებში. დეფექტიანი ღეროვანი უჯრედები, რომლებიც იწყებენ უკონტროლოდ გავრცელებას, ხდებიან ნაწლავის კიბოს გაჩენის უმთავრესი მიზეზები. ნაჩვენებია, რომ ქოლესტერინი იწვევს არა მხოლოდ მსხვილი ნაწლავის ქსოვილის ზომაში ზრდას, არამედ დაკავშირებულია ამავე ქსოვილზე სიმსივნური წარმონაქმნების სწრაფ ზრდასთანაც. ამ დროისთვის უცნობია, იწვევს თუ არა ქოლესტერინი სხვა ტიპის კიბოს პროვოცირებას.
პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ცხოველური ცხიმებით, ტრანსცხიმებით და ზოგიერთი ნახშირწყლებით, იწვევენ ორგანიზმში ქოლესტერინის ზრდას. ზოგიერთი ტიპის დაავადების პროფილაქტიკისთვის კი ექსპერტები გვირჩევენ, შევამციროთ წითელი ხორცისა და რძის პროდუქტების მიღება.
კოკა კვირკველია