მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება, მატარებლები მეტროსადგურ „სამგორამდე“ იმოძრავებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზიანება მიიღო შვიდმა ადამიანმა.
„დაშავება მიიღო შვიდმა მგზავრმა. სასწრაფო მობილიზებულია, ყველას აღმოუჩინეს დახმარება და გადაიყვანენ საავადმყოფოებში. დღეს მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს ვერ მოემსახურება და მატარებლები იმოძრავებენ მეტროსადგურ „სამგორამდე“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.