„ბრექსიტის“ გაფორმების შემდეგ გარდამავალი პერიოდი 21 თვეს გასტანს.
ევროკავშირის წევრები აღნიშნულის თაობაზე ბელგიაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ორგანიზაციის წევრების განმარტებით, ამ დროის განმავლობაში ლონდონს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება აღარ ექნება, თუმცა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის კანონები იმოქმედებს.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი სტერლინგი უჯდება. თუმცა, როგორც ბრიტანელი ექსპერტები აღნიშნავენ, ქვეყნის ეკონომიკა იმაზე უკეთეს დმგომარეობაშია, ვიდრე ამას მოელოდნენ. არადა გასული წლის ფინანსური ანალიზის თანახმად, შარშან ბრიტანეთის ეკონომიკა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ეკონომიკებს შორის ყველაზე ნელი ტემპით გაიზარდა.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება ზიანს აყენებს ევროპულ ეკონომიკასაც. ამ შემხთვევაში საუბარია ეკონომიკური ზრდის მოცულობის შემცირებაზე.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის მარტში დატოვებს.
კოკა კვირკველია