შპს „ყვარელრემმშენის“ დირექტორი და სამი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფება.
მათი დაკითხვაზე დაბარება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დღეს დილით მომხდარ შემთხვევას უკავშირდება. დაკითხვა ისნის რაიონული პოლიციის მე-8 გამყოფილებაში მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც ჭერი ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ განახორციელა.