1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4969 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4969 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1016 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.