მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. გუშინ, თბილისის დროით 6 საათისთვის, მისი ღირებულება 12%-ით შემცირდა. შედეგად, ის ჩამოსცდა ფსიქოლოგიურ ნიშნულს 10 ათასს დოლარს და 9,8 ათასი დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ მოწმობს CoinMarketCap-ზე ასახული მონაცემები, რომლის თანახმადაც ასევე მინუსში ვაჭრობდნენ სხვა კრიპტოვალუტებიც, მაგალითად ეთერიუმის ფასი შემცირდა 10%-ით 1045 დოლარამდე, რიპლმა დაკარგა 15% და ის ახლა დოლარზე ოდნავ მეტი ღირს.
ამ დროისთვის მსოფლიო კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია შეადგენს 494 მილიარდ დოლარს, აქედან ბიტკოინზე მოდის მთლიანი ბაზრის 34%.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე რეკორდული ზრდის შემდეგ ბიტკოინმა წლის ბოლოდან გაუფასურება დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ის 20 ათასიდან 10 ათას დოლარამდე გაუფასურდა. მსოფლიოს ცნობილი ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ყველაფერი „საპნის ბუშტი“ იყო და მისი გაუფასურებაც ბუნებრივად მოხდა.
კოკა კვირკველია