”ვენდი 2014”- ის ვინაობა ცნობილია

კომპანიამ ექვსთვიანი კონკურსის შედეგად შერჩეული 14 ჟღალთმიანი გოგონადან გამარჯვებული გამოავლინა.

კონკურსის გამარჯვებული თაკო კოსტავა, ხალხის რჩეული კი - მანი ჩიხლაძე გახდა.

თაკო კოსტავა, ამერიკული რესტორნების ქსელის "ვენდის" სახე ერთ წლის განმავლობაში იქნება და კომპანიის მიერ ორგანიზებულ კორპორატიულ და საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას მიიღებს.

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო და დღეს "ვენდის" ორი ყველაზე დიდი რესტორანი მსოფლიოში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით მდებარეობს.

"ვისოლ ჯგუფი" მომავალი 10 წლის მანძილზე "ვენდის" 25 რესტორანს გახსნის საქართველოსა და აზერბაიჯანში. "ვენდი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.