ამერიკულმა ნავთობკომპანია Chevron-მა და ფრანგულმა Total-მა მექსიკის ყურეში მსხვილი ნავთობსაბადო აღმოაჩინეს. საუბარია მექსიკის ყურის ამერიკულ ნაწილში მდებარე ობიექტზე.
როგორც Chevron-ი გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, სტრუქტურა Ballymore-ზე აღმოჩენილი ნავთობის მარაგი პლატფორმა Blind Faith-დან 4,8 კილომეტრის მოშორებით თითქმის 2 კილომეტრის სიღრმის ფსკერზე მდებარეობს.
„მექსიკის ღრმა წყლები ჩვენი კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად ავსებს ჩვენს პორტფოლიოს, განსაკუთრებით მისი მოცულობის, ხარისხისა და ინფრასტრუქტურული სიახლოვის გათვალისწინებით“, - ნათქვამია კომპანიის პრეზიდენტის ჯეფ შელენბერგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნული პროექტის ოპერატორი 60%-იანი წილით იქნება კომპანია Chevron-ი, ხოლო მისი პარტნიორი Total დანარჩენ 40%-ს მიიღებს.
რაც შეხება საბადოში არსებულ ნავთობის კონკრეტულ მარაგებს, ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
კოკა კვირკველია