თურქი ფეხბურთელი ომერ ფარუქ ქიროღლუ მე-2 დივიზიონის კლუბ "ჰარაუნტასპორში" ჩაირიცხა.
ერთი შეხედვით, ამ ტრანსფერში საინტერესო არაფერია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გარიგება ბიტკოინის მეშვეობით განხორციელდა. "საკარიასპორის" ყოფილი ფეხბურთელი ახალ გუნდს სწორედ ვირტუალური ფულის ანგარიშსწორების საშუალებით შეუერთდა.
აღნიშნული სახით გარიგება საფეხბურთო სამყაროში პირველია, რაზეც "ჰარაუნტასპორის" პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
"ჩვენი სახელი ახლა არა მარტო თურქეთში, არამედ მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა. ყველა ტელევიზიაში ჩვენზე საუბრობენ და ამით ვამაყობთ. ჩვენ ხომ მსოფლიოში აღნიშნული გარიგებით პირველნი ვართ. იმედი მაქვს, ამ გარიგებით ორივე მხარე მოხარული დარჩება", -
განაცხადა ჰალდუნ შეჰიტმა.
წყარო: sportall.ge