შვედურმა კომპანიამ H&M-მა გაყიდვებიდან წინდების ნაწილი ამოიღო მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ მასზე დატანილი ნახატის ერთი ნაწილი არაბულად დაწერილ "ალაჰს" ჰგავდა.
კერძოდ, წინდაზე დატანილი იყო ლეგოს ფოტო, რომელმაც მომხმარებელთა ეჭვები გამოიწვია.
კომპანიამ აღნიშნულის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ეს იყო დამთხვევა და არა წინასწარ განზრახული.
შეგახსენებთ, H&M-ი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, სოციალური მედიის მომხმარებლებმა კომპანია რასიზმში დაადანაშაულეს.
წყარო: ALLNEWS.GE