საშუალოვადიანი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, პოზიტიურია , - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, მესამე კვარტლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო რეკორდულად დაბალი და მოსალოდნელია, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წლის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება გაცილებით გაუმჯობესებული.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დადებითი მოლოდინების აქვს 2018 წელთან მიმართებაშიც.
„რა თქმა უნდა, შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება გაცვლითი კურსი, მაგრამ ის გარემო, რომელიც დღესდღეობით არსებობს, პოზიტიურ მაჩვენებლებს გვაძლევს. როგორც ყოველთვის მინდა დავამატო, რომ არცერთი ცენტრალური ბანკი გაცვლითი კურსის პროგნოზს არ აკეთებს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.